სიყვარულის თეორია და მუსიკა

სიყვარულის თეორია და მუსიკა

იხილეთ რიტუალსის სასაჩუქრე კოლექცია რომელიც დაამახსოვრებს თქვენს რჩეულს თქვენს თავს და შესძენს ჰარმონიის და ბედნიერებას...

მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში პოეტებს, ფილოსოფოსებს, მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდა ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხი ამ კითხვაზე ჯერ კიდევ არ არსებობს. 

ადამიანები აღმერთებენ სიყვარულს, ცოცხლობენ და თავს წირავენ მისთვის, მაგრამ მისი მეცნიერული ახსნა არ არსებობს. უფრო მეტი, სიყვარული დაერქვა საკმაოდ განსხვავებულ ადამიანურ ურთიერთობას როგორიცაა ურთიერთობა შეყვარებულებს შორის, ცოლ ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და ახლო მეგობრებს შორის. ერთი სიტყვით სიყვარულის მეცნიერული შესწავლა ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფისაგან. და ეს გასაგებიცაა. მოვლენის მეცნიერული ახსნა ნიშნავს დადგინდეს სიყვარულის მიზეზი. ეს მოითხოვს ლაბორატორიულ პირობებში ექსპერიმენტულ შესწავლას, რაც სიყვარულის მიმართ პრინციპში შეუძლებელი აღმოჩნდა.

იხილეთ რიტუალსის სასაჩუქრე კოლექცია რომელიც დაამახსოვრებს თქვენს რჩეულს თქვენს თავს და შესძენს ჰარმონიის და ბედნიერებას...


მოუსმინეთ რიტუალსის სიყვარულის მუსიკას და შეიქმენით უფრო რომანტიკული გარემო 

მუსიკის მოსმენა Spotify -ზე



უკანასკნელ ხანებში სოციალურმა ფსიქოლოგიამ სცადა ამ ემოციონალური მდგომარეობის შესწავლა. ჩვენ შევეცდებით აღვწეროთ და დავალაგოთ თუ რა არის ცნობილი იმაზე თუ რას ნიშნავს ერთი ინდივიდის მიერ მეორის შეყვარება. გამომდინარე საკითხის ასეთი სირთულიდან სოციალურ ფსიქო¬ლოგიაში არსებობს განსხვავებული მიდგომები სიყვარულის ფორმების კატეგორიზაციისა და აღწერისადმი.

სიყვარული რთული ფსიქიკური მდგომარეობაა.მისთვის დამახასიათებელია:

1. გრძნობების,აზრებისა და მოქმედებების აკვიატებული კონცენტრირება სიყვარულის ობიექტზე იმ ზომით,რომ ეს ხშირად სხვა საზრუნავის უგულვებელყოფას იწვევს.
2. უკიდურესი სუბიექტურობა-აღიქმება ობიექტის დადებითი მხარეები,უარყოფითი კი იჩქმალება,ნეიტრალიზდება და პოზიტიურადაც კი ფასდება.
3. ეიფორიული ან ამაღლებული გუნება-განწყობილება
4. სექსუალური ლტოლვა სიყვარულის ობიექტის მიმართ.


როცა შეყვარებული ხარ,გამოიყოფა ისეთი ჰორმონები,რომელთა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტი ნარკოტიკის ზემოქმედების ადექვატურია.ამ ნივთიერებების გამომუშავება ყოველთვის არ ხდება.ხშირ შემთხვევაში სიყვარულის გრძნობის სიმძაფრე 2-3 წლის გასვლის შემდეგ კლებულობს.ეს ეთანხმება 62 სხვადასხვა კულტურული მონაცემებს,სადაც განქორწინებების პიკი მე-4 წელზე მოდის.ხშირად ქორწინებათა უმეტესობა კრიტიკულ ზღვარზე ხანგრძლივია.ეს აიხსნება მეუღლეებს შორის უფრო ღრმა,მჭიდრო და სტაბილური კავშირით.