საკურა – ყველაზე ლამაზი იაპონური ხე

საკურა – ყველაზე ლამაზი იაპონური ხე

საკურა, იგივე აყვავებული ალუბლის ხე იაპონიაში

საკურა ყველაზე პოპულარული ხეა იაპონიაში, ის ძალიან უყვართ იაპონელებს. ყოველ ნაბიჯზე: სკვერებსა თუ ბაღებში, საცხოვრებელ სახლებთან – ყველგან საკურას შეამჩნევთ. ის ითვლება სილამაზის სიმბოლოდ იაპონელებისათვის.



საკურას იაპონიაში დეკორატიულ ალუბლის ხეს უწოდებენ.  იგი გაზაფხულზე ყვავილობს. მისი ყვავილების შეფერილობა სხვადასხვაა, შეიძლება იცვლებოდეს მკვეთრი ვარდისფერიდან თეთრისაკენ. როგორც საკურას ნაყოფი (ანუ ალუბალი), ასევე მისი დამარილებული ფოთლები და ყვავილები გამოიყენება საკვებ პროდუქტებში.

საკურას იაპონელები ძველთაგანვე პატივს სცემდნენ და დღესაც ის იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება.

27 მარტს აღინიშნება საკურას ყვავილობის დღესასწაული, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია «იაპონური საკურის საზოგადოების» მიერაა შემოღებული. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა საკურას ყვავილობა, რომელიც სულ რაღაც 1-დან 2 კვირამდე გრძელდელბა. ამ დღესასწაულით ხანმოკლე სილმაზის მნიშვნელობასაც ექცევა ყურადღება. საკურას ფესტივალი ოფიციალურად II მსოფლიო ომის შემდეგ აღინიშნება, ხალხი კი 400 წელზე მეტია, ზეიმობს ამ ულამაზესი ხის ყვავილობას.