წესები და პირობები


"RITUALS.GE" გახლავთ ინტერნეტ მაღაზია ქართულ ვებ-სივრცეში რომელიც წარმოგიდგენთ რიტუალსის კოსმეტიკას. 

რიტუალსი არის პირველი ბრენდი მსოფლიოში რომელიც აერთიანებს სახლისა და ტანის კოსმეტიკას აღმოსავლეთის უძველესი ტრადიციებით.

ფართო პროდუქციის ხაზით, როგორიცაა სხეულისა და კანის მოვლა, მინერალური მაკიაჟი, ნატურალური ჩაი, სურნელოვანი სანთლები და ოთახის სურნელი, ჩვენ გარდავქმნით ყოველი დღის რუტინას უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო მომენტებად.

ამსტერდამში პირველი მაღაზიის გახსნის შემდეგ 2000 წელს, რიტუალსის ოფიციალური მაღაზიები შეგიძლიათ ნახოთ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, მადრიდი, ბარსელონა, ანტვერპენი, ლისაბონი, ბერლინი, ფრანკფურტი, სტოკჰოლმში, სან პაულო, ნიუ-იორკი და სხვა...


საქართველოს კანონმდებლობა 

"RITUALS.GE"-ის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 


საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

თუ გსურთ მიიღოთ ჩვენი მომსახურება და ამავდროულად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე. საიტზე რეგისტრაციით თქვენ ავტომატურად ქმნით საკუთარ პროფილს და ირჩევთ პაროლს და ელ.ფოსტას მის სამართავად. ამ ინფორმაციის კონიფიდენციალურობა მაქსიმალურად დაცულია "RITUALS.GE"-ის მიერ.


პროდუქციის აღწერილობა 

"RITUALS.GE" მაქსიმალურად ცდილობს სწორი მონაცემები მოგაწოდოთ პროდუქციის შესახებ. პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ გადახედოთ პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას/დახასიათებას, სპეციფიკაციებს, ფასებს და ინდივიდუალურ პირობებს.


ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ფასი/ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), დღგ-ს ჩათვლით. საიტზე მითითებული ფასები არ მოიცავს ტრანსპორტირების ღირებულებას. 


მიწოდება

"RITUALS.GE" უზრუნველყობს თქვენი პროდუქციის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

თბილისში მიწოდების ვადები: 1 სამუშაო დღე

რეგიონში მიწოდების ვადები: 1-2 სამუშაო დღე

ზემოაღნიშნული მიწოდების ვადების "RITUALS.GE" - სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაცილების შემთხვევაში (არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა) მხარეები შესაძლებელია შეთანხმდნენ მომსახურების განსხვავებულ პირობებზე. 


ტარიფები

საკურიერო მომსახურება თბილისის ფარგლებში: უფასო (შეკვეთა 50 ლარიდან)

საკურიერო მომსახურება თბილისის ფარგლებში: 5 ლარი (შეკვეთა 50 ლარამდე)

 

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით: უფასო (შეკვეთა 50 ლარიდან)

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით: 5 ლარი (შეკვეთა 50 ლარამდე)



გადახდა

თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ვიზა / მასტერქარდ ბარათიდან, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

გადახდა ხორციელდება თიბისი ბანკის დაცული და უსაფრთხო სისტემის საშუალებით.

გადახდა მარტივი, უსაფრთხო და კომფორტულია.



პროდუქტის ადგილზე მიტანა და მისი დაკარგვის საშიშროება 

"RITUALS.GE" პასუხს აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე. შეძენილი პროდუქციის დაკარგვის შემთხვევაში (მიუხედავად დაკარგვის მიზეზისა) "RITUALS.GE" ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში გადახდილი საფასური მომხმარებელს.


შეფასება და კავშირი ჩვენთან

საიტის მომხმარებლებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრი ჩვენი საიტის მომსახურების ან მასზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტის შესახებ წერილის სახით. შეფასება არ შეიძლება ატარებდეს სარეკლამო ხასიათს და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს. იკრძალება არასწორი ელ.ფოსტის გამოყენება და სხვა ადამიანად ან კომპანიად თავის გასაღება. "RITUALS.GE" უფლებას იტოვებს წაშალოს ან დაარედაქტიროს, ნებისმიერი შეფასება, თუ არ შეესაბამება მოცემულ სტანდარტებს.


საიტზე თქვენი რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ გაეცანით და ეთანხმებით საიტის წესებს.